რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7600 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 95 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 7600 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 95 პაციენტი. შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 8 206 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 592 280 შემთხვევა. აქედან 344 416 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.