რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 185 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 185 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5 185 ადამიანს დაუდასტურდა, 51 პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 30 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 843 277 გამოჯანმრთელდა, 17 871 პაციენტი კი გარდაიცვალა.