რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 26 097 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 561 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 561 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 26 097 ადამიანს.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 8 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 მილიონ 515 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 მილიონ 981 ათასს აჭარბებს, 44 159 პაციენტი კი გარდაიცვალა.