რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება ადამიანს 11 656 დაუდასტურდა. კორონავიუსით 94 პაციენტი გარდაიცვალა.
ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად ახლდება.
ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთში სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 2009 ადამიანი. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 221 344 შემთხვევა. აქედან 39 801 პაციენტი გამოჯანმრთელდა.