რუსეთში ბოლო 24 საათში 13 868 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 244 პაციენტი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 13 868 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 244 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთში „კოვიდ-19“-ის სულ 1 326 178 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 22 966 ადამიანი.