რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 3 293 ასიმპტომურია. 112-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც, რომელიც ახლა 5 971-ს შეადგენს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 476 658-ს აღწევს. განახლებული მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსისგან 230 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 3 957 ბოლო 24 საათის განმავლობაში.