რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 002 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 002 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 562 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 24 874 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის3 105 037 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 55 827 ინფიცირებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 496 183-ს შეადგენს. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.