რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 5 394 და გარდაცვალების 79 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 5 394 და გარდაცვალების 79 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ინფიცირების 700-მდე ახალი შემთხვევა მხოლოდ დედაქალაზე მოდის. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 856 264 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 14 207 ვირუსს ემსხვერპლა.