რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის და დაზარალებულები არ არიან. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
ინციდენტი დასახლება ტიმონოვოსა და სოლიტისთან ახლოს მოხდა, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან 15 კილომეტრშია განლაგებული. ხანძრის გამო აღნიშნული დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.