რუსეთში აშშ-ის ელჩი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში რუსული აქტივები დააყადაღონ.
ჯონ ჰანთსმენის თქმით, ვაშინგტონი მზადაა კრემლის ნებისმიერი პასუხისთვის და დამატებითი ზომების მიღება კიდევ შეიძლება გახდება საჭირო.
„ჩვენ მოსკოვის ნებისმიერ პასუხისთვის მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ ისევ ვუპასუხოთ კიდევ ერთხელ, თუ მოგვიწევს. ხანდახან ქვეყანას ასეთი ნაბიჯების გადადგმა უწევს”, – განაცხადა ჰანთსმენმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, 60 რუსი დიპლომატი გააძევა, რუსეთში განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს აუცილებლად გაატარებენ.