რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნის მეორე ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა უნდა დაამუშაონ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი მომზადების საკითხები.
წვრთნების ჩატარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვსს მაისს გამოაცხადა. სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ აღნიშნული სწავლების ჩატარების განკარგულება ვლადიმირ პუტინმა გასცა, რუსეთის მისამართით ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ. წვრთნის პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო. მანევრების დროს გამოიყენეს „ისკანდერის“ კომპლექსი და „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები.