რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო
რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო.
ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების განცხადებით, სწავლების დროს შემუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის რუსეთის ძალების მომზადების საკითხები.
სწავლებაში სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების სარაკეტო დანაყოფების პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.
არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების პირველი ეტაპი მაისში გაიმართა, ხოლო მეორე – ივნისში.