ყირიმის ანექსიისთვის სანქციების დაწესების შემდეგ პირველად, რუსეთს აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კანონმდებლები შეხვედრების გამართვას მოსკოვსა და პეტერბურგში რუს პოლიტიკოსებთან გეგმავენ. დელეგაციის ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი რიჩარდ შელბი აცხადებს, რომ რუსეთთან „საუბარი აუცილებელია“.
„ვნახავთ, არსებობს თუ არა ჩვენ შორის შეხების წერტილები“, – თქვა შელბიმ.
მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დონბასის კონფლიქტი და სირიის ომი იქნება. აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი 5 ივლისამდე გაგრძელდება.