რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა სამი ათასს აღემატება, არიან დაშავებულებიც
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა სამი ათასს აღემატება, არიან დაშავებულებიც

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხადამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფოს“ მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.

უფლებადამცველები და აქტივისტები დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებენ.

ამასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია. ასევე დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს. დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.