რუსეთში აცხადებენ, რომ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია
როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს, – ამის შესახებ განცხადებას „როსენერგოატომი“ ტელეგრამგვერდზე ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, რადიაციის დონე ნორმალურია და ბლოკები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში რადიაციული ავარიის შესახებ.