რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვთან ახლოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი გაანადგურეს
მოსკოვთან ახლოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქის მერი ავრცელებს.
მანამდე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროებით წყვეტენ ფრენების მიღებას და შესრულებას.
პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ ვნუკოვოს აეროპორტიდან დაგეგმილი რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებიდან შესრულდება.