კურსკის ოლქიდან 13 000 ბავშვია ევაკუირებული. ამის შესახებ კურსკის გუბერნატორის მოადგილემ, ვიქტორ კარამიშევმა განაცხადა.
„ცხრა მუნიციპალიტეტიდან, სასაზღვრო რაიონებიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 13 000 ბავშვი გაემგზავრა სხვა რეგიონებში ან კურსკის ოლქის სხვა რაიონებში. ამ მომენტისთვის იქ 14 359 ბავშვი ცხოვრობდა“, – აღნიშნა კარამიშევმა.
ამასთან, გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო თითოეული ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა. ამ მომენტისთვის კი კავშირი დამყარებულია თითქმის ყველასთან, რჩება მხოლოდ 2-3%.