რუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.
ამ თემაზე ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კლაუდიო ფაზულომ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან განაცხადა, კონკურსის მიმდინარეობისას ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ.
„რუსეთი კონკურსში არ მონაწილეობს. შესაბამისად, თავისი ტერიტორიიდან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ფაზულომ.
2022 წლის თებერვალში ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთმა კი, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.