რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონი“ გამოსცადა
რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონი“ გამოსცადა

რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონი“ გამოსცადა.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა.

„ცირკონი“ თეთრი ზღვიდან გაუშვეს, რომელმაც ბარენცის ზღვაში არსებული სამიზნე წარმატებით გაანადგურა. რაკეტამ რვა მახის სიჩქარით, 450 კილომეტრი მანძილი დაფარა.