რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა, ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვში, 40-ზე მეტი დაშავდა, ასევე 16 ადამიანი დაშავდა კიევში
რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. საჰაერო იერიშების შედეგად კიევში 16 ადამიანი დაშავდა.
დედაქალაქის შემოგარენში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულები ჰოსპიტალიზებული არიან.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვზე. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.