რუსეთმა სირიაში საბრძოლო ელექტრონული სისტემა განათავსა. რუსული მედიის ინფორმაციით, სამხედრო აღჭურვილობა ლატაკიის პროვინციაში მდებარე ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე ჩაიტანეს, რაც სირიის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ელექტრონული სისტემა განკუთვნილია საჰაერო ძალების რადარის, თვითმფრინავების საკომუნიკაციო და საკონტროლო სისტემების, ასევე სატელიტური ნავიგაციის სისტემების გასანეიტრალებლად. მოსკოვმა სირიაში სამხედრო ელექტრონული სისტემების განთავსების გადაწყვეტილება რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიიღო.
რუსეთის ხელისუფლება სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-300-ის ოთხი ბატარეის გაგზავნას გეგმავს.