რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა
ღამის განმავლობაში რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განახორციელა.
მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ჯერ – მიკოლაევში, შემდეგ კი ოდესაში გაისმა.
მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს სერიოზული უწოდა. ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობას აგრძელებენ.
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც დაიღუპა ორი და დაშავდა 10 ადამიანი. დაზიანდა სახლები, ელექტროქსელები და ტექნიკა.