რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე, დაღუპულია ერთი ადამიანი
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე, დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფილაშკინის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ექვსი ​​მაღალსართულიანი კორპუსი, საწარმო, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა.