რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ მარჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ოდესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ“, – წერს მარჩენკო ტელეგრამში.
სახალხო დეპუტატის ანდრეი გონჩარენკოს ცნობით, დაღუპულია 13 წლის მოზარდი.
ამასთან, ოდესის საქალაქო საბჭოს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა რელიგიური ნაგებობა.