რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა.
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა კიევის სამ რაიონში ისმოდა.
მისი ცნობით, არის ნგრევა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიბომბა ქალაქი ხმელნიცკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი. მანამდე საჰაერო განგაში უკრაინის მთელი ტერიტორიაზე გამოცხადდა.