რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, ეს ერთი თვის წინ შვედეთის მიერ რუსეთის ხუთი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მოხდა.
„შვედეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააუარესა ვითარება ორმხრივ ურთიერთობებში, რომელებმაც მიაღწიეს უპრეცენდენტოდ დაბალ დონეს, განსაკუთრებით უწყვეტი რუსოფობიული კამპანიის შედეგად, რომელიც შვედეთშია“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ შვედ დიპლომატებს ევალებათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რომელიც შვედეთის ხელისუფლებამ გამოყო რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გასასვლელად.
ამას გარდა, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან რუსეთი გააუქმებს თანხმობას სანკტ-პეტერბურგში შვედეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე და ამავე დღიდან ერთი წლით ქალაქ გეტებორგში გენერალურ საკონსულოს დახურავს.