რუსეთმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკო ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
„ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მოზარდი“, – წერს მროჩკო.
როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რუსებმა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.