რუსეთმა კანადას საპასუხო სანქციები დაუწესა
რუსეთმა კანადას საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთმა კანადის სანქციების საპასუხოდ კანადის ცხრა მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს კავშირი აქვთ „ანტირუსული კურსის ფორმირებასა და გატარებასთან“.

რუსეთის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ მოხვდნენ კანადის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დევიდ ლამეტი, სასჯელაღსრულების სამსახურის კომისარი ენ კელი, კანადის პოლიციის კომისარი ბრენდა ლაკი, კანადის პრემიერ-მინისტრის აპარატში შიდა პოლიტიკის დირექტორი მარსი სურკესი, ეროვნული თავდაცის მინისტრის მოადგილე ჯოდი ტომასი, შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე მაიკ რულო და სხვები.

24 მარტს კანადამ რუსეთის ცხრა მაღალჩინოსანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმის გამო „შავ სიაში“ შეიყვანა.