რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500 გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გამოცდის დროს, ახალმა სისტემამ სამიზნე 480 კილომეტრში გაანადგურა.
რუსეთის ხელისუფლება C-500-ის შექმნას და გამოცდას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა აშშ-ში ამბობენ, რომ რაკეტის მოქმედების მანძილმა წინა შედეგს 80 კილომეტრით გადააჭარბა.
ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაციის, მათ შორის F-22-ისა და F-35-ის განეიტრალება შეუძლია.