რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე  დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა
რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტებები და ავტომობილები.

ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედროვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ „შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.