რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ავრცელებს.
„გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაცია იყო გაერო-ს პირველი სააგენტო, რომელმაც რუსეთის წევრობის საკითხი დააყენა. დღეს, რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა. ჩვენი პოზიცია ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემაა. მხოლოდ წევრები, რომლებიც იცავენ ამას, შეიძლება იყვნენ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი“, – აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.