ევროკავშირის მხრიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დაწესებული დამატებითი სანქციების საპასუხოდ რუსეთმა „შავი სია“ გააფართოვა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ნაცვალგების პრინციპით შემუშავებულ „შავ სიაში“ შემავალ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
„სიაში მოხვდნენ ის პირები, ვისაც აქვთ კავშირი ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გამწვავებასთან“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის, შვედეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენები დაიბარეს და მათ პროტესტი გამოუცხადეს. სწორედ აღნიშნული ევროპული ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადასტურეს რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.