რუსეთმა ესპანეთთან საპატიო ფრეს მიაღწია
რუსეთმა ესპანეთთან საპატიო ფრეს მიაღწია

სანკტ-პეტერბურგში მომავალი მუნდიალის მასპინძელმა რუსეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესპანეთი მიიღო და მოულოდნელად ფრეს მიაღწია – 3:3.

არადა, ესპანელები 35-ე წუთისთვის 2:0 იყვნენ წინ ჟორდი ალბასა და სერხიო რამოსის (პენალტით) გოლებით. თუმცა, ფიოდორ სმოლოვმა ერთი ბურთი შესვენებამდე გაქვითა, 51-ე წუთზე კი ალექსეი მირანჩუკმა გაათანაბრა ანგარიში – 2:2

ორი წუთის შემდეგ, სერხო რამოსმა მატჩში მეორე პენალტი გაიტანა და ისევ წინ გაიყვანა სტუმრები. მაგრამ 70-ე წუთზე რამოსს სმოლოვმა მიბაძა და მანაც შეასრულა დუბლი. რითაც დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა რუსების მეკარემ ანდრეი ლუნიოვმა. მის ნაცვლად კარში საყრდენი ნახევარმცველი დენის გლუშაკოვი ჩადგა, რადგან მასპინძლებს შეცვლის უფლება აღარ ჰქონდათ.


ესპანეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
დე ხეა, ნაჩო, სერზიო რამოსი (სილვა, 58), პიკე, ჟორდი ალბა (მორენო, 46), ტიაგო ალკანტარა (საულ ნიგესი, 60), ბუსკეტსი (ვიტოლო, 58), ინიესტა (ილიარამენდი, 46), სუსო (კალიეხონი, 46), როდრიგო, ალენსიო.