რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და აკრედიტაცია გაუუქმა
რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და აკრედიტაცია გაუუქმა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიიღო დოკუმენტები, რომლებიც, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების მიზნით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ესკალაციაში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას ადასტურებს.
მათსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტების საფუძველზე, ლონდონის მრავალი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების ექვს თანამშრომლის აკრედიტაცია გაუუქმა.