რუსეთმა და ეგვიპტემ პირდაპირი ფრენების აღდგენის ხელშეკრულება გააფორმეს
რუსეთმა და ეგვიპტემ პირდაპირი ფრენების აღდგენის ხელშეკრულება გააფორმეს.
შეთანხმების მიხედვით, რეგულარული ფრენები პირველ ეტაპზე მოსკოვსა და კაიროს შორის აღდგება.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დედაქალაქებს შორის ფრენები 2018 წლის თებერვალში დაიწყება, ეგვიპტის საკურორტო ქალაქების მიმართულებით ავიარეისების საკითხი კი მომავალი წლის განმავლობაში გადაწყდება.
რუსეთმა ეგვიპტის მიმართულებით ფრენები 2015 წლის ნოემბერში, სიანის ნახევარკუნძულზე შარმ-ელ-შეიხი – პეტერბურგის რეისის ჩამოვარდნის შემდეგ შეწყვიტა. თვითმფრინავი რუსულ კომპანია „კოგალიმავიას“ ეკუთვნოდა. თვითმფრინავში 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა ავიაკატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.