რუსეთმა ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.
მოსკოვმა „შავ სიაში“ შეიყვანა ბრიტანული მედიასაშუალებების 14 ჟურნალისტი, მათ შორის „ბიბისის“, „ტელეგრაფისა“ და „გარდიანის“, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანი, თავდაცვის მდივნის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი. სულ რუსეთის ხელისუფლებამ სანქციები დამატებით ბრიტანეთის 54 მოქალაქეს დაუწესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრს, ლუსი ფრეიზერს სანქციები დაუწესდა იმის გამო, რომ ის ლობირებს რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ღონისძიებებზე არდაშვებას, ხოლო თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ანაბელ გოლდის იმისთვის, რომ ის პასუხისმგებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე.
რაც შეეხება, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ბრიტანეთის მოქალაქე კარიმ ხანს, რუსეთმა ის „შავ სიაში“ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით შეიყვანა.