რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განმარტავს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მუშაობა დოქტრინის ამჟამინდელ რეალიებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“.
მისი თქმით, განხილვაშია ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროის ცვლილების საკითხი.
აღნიშნულზე ცოტა ხნის წინ საუბრობდა დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კარტაპოლოვიც, რომ განახლებულ დოქტრინაში, შესაძლოა, შეიცვალოს ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დრო.