რუსეთმა აშშ-ისგან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სახით 50 სასუნთქი აპარატი მიიღო. აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია მოსკოვში უკვე ჩაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მომავალ კვირაში რუსეთი აშშ-ისგან დახმარების სახით ფილტვების ვენტილაციის კიდევ 150 აპარატს მიიღებს. საერთო ჯამში ტვირთის ღირებულება 5,6 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა დავძლიოთ „კოვიდ-19“-ის საფრთხე, რომელმაც საზღვრები არ იცის“, – ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.