რუსეთმა არამეგობრული სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია გამოაქვეყნა. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, მასში უკრაინის, აშშ-ის, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად, ევროკავშირის ყველა წევრია შესული.
ასევე სიაში ფიგურირებენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო, გიბრალტარი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ნორვეგია, სან მარინო, სინგაპური, ტაივანი, მონტენეგრო, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია.
რუსული მხარის განმარტებით, აღნიშნული ქვეყნები რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ.