რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ე.წ. სასაზღვრო ღობის მშენებლობა დაასრულა
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ე.წ. სასაზღვრო ღობის მშენებლობა დაასრულა. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღობის აშენების მიზანი უკრაინული ჯგუფების მიერ ყირიმში შესვლის პრევენციაა. ე.წ. სასაზღვრო ღობის გასწვრივ მუდმივ რეჟიმში იმოძრავებს რუსული პატრული, თავად 60 კილომეტრიანი ღობე კი დისტანციური კამერებით და ასობით სენსორითაა აღჭურვილი. პარალელურად, გერმანიამ და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში საზღვაო ნავიგაციისთვის უკანონო ჩარევაა დაგმობილი. გერმანია და საფრანგეთი რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.