რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა
რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რაკეტამ კამჩატკის ნახევარკუნძულზე წინასწარ მომზადებული სამიზნე გაანადგურა. ტესტირებას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც წარმატებული გამოცდის შესახებ პრეზიდენტს აცნობა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, „სარმატს“ ანალოგი არ გააჩნია და მოწინააღმდეგე კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რუსეთს დაემუქრება.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „სარმატს“ თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდების უნარი გააჩნია.
როგორც „სიენენი“ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მიერ დაგეგმილი სარაკეტო გამოცდის შესახებ აშშ წინასწარ იყო ინფორმირებული.