რუსეთმა 398 ამერიკელი კონგრესმენი და 87 კანადელი სენატორი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა
რუსეთმა 398 ამერიკელი კონგრესმენი და 87 კანადელი სენატორი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს ნაბიჯი სარკისებური ზომაა, გასულ თვეს აშშ-ის მიერ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ანალოგიური ზომები მიიღო რუსეთმა კანადელი სენატორების მიმართაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 105 სენატორიდან ე.წ. შავ სიაში 87 სენატორი შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა.