რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვის გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ირანის წინააღმდეგ სანქციები რეკორდულ დროში დააწესეს, ისინი ძალაში დღეს შევიდა.
სანქციების პაკეტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმფრინავების მიწოდებაზე.
ევროკავშირი ასევე მზად არის, სანქციები გაავრცელოს კიდევ ოთხ ირანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ წინასწარი სანქციების სიაში.