რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა
რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწერა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში შევიდა ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, ასევე ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს აწვდიდა იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს.
ამასთან, აშშ-მა დამატებითი შეზღუდვები დაუწერა ირანის წამყვან ავიაკომპანიას, Iran Air-ს.
პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში.
„შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკუთარი პაკეტი უკვე გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც.