რუსეთისგან იარაღის შესყიდვის გამო, აშშ-მ შესაძლოა, სერბეთს სანქციები დაუწესოს
რუსეთისგან იარაღის შესყიდვის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სერბეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ პალმერმა გააკეთა.
პალმერის განცხადებას სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ივიც დაჩიჩის თქმით, სანქციების დასაწესებლად საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ სულელები არ ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა არის ნებადართული“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსეთში გაკეთდა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში სერბეთს საზენიტო სარაკეტო კომპლექსს გადასცემენ.