რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას „გაზპრომის“ ხელმძღვანელი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი დაესწრებიან
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალესანდრ ნოვაკი დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა მინსკის შეთანხმება იქნებოდა და შეხვედრაზე ბუნებრივი აირის საკითხს არ განიხილავდნენ.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.
ვლადიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.