რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შექმნაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი
რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შექმნაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი

რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სომხური მედია  ავრცელებს. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განმარტებით, მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნა, მხარეებს შორის რეჟიმის დაცვის საიმედო კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრი აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიაზე მოეწყობა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებას აწარმოებს. ისევე როგორც მოიცავს, 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პირობების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.