რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“  კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს სამშვიდობო პროცესს სირიაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება.