რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა უკრაინის სამხედრო კონფლიქტზე და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა უკრაინის სამხედრო კონფლიქტზე და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა უკრაინის სამხედრო კონფლიქტზე და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმის აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის ამოცანები გეგმის მიხედვით ხორციელდება და სრულად განხორციელდება.

გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ქმედებებს მხარი დაუჭირა.

პუტინის განცხადებით, ბელარუსი დაინტერესებულია ბალტიისპირეთში ყოფნით და საკუთარი საპორტო ობიქტებით, რასაც მოსკოვი მხარს უჭერს.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთი დაინტერესებულია უკრაინაში ომის გაგრძელებით, რათა მასში რუსეთი და ბელარუსი დაიხრჩოს.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეც იყო საუბარი.