კრემლი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას პასუხობს
კრემლი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას პასუხობს

კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას პასუხობს. აღნიშნულ საკითხს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი გამოეხმაურა.

„რუსეთი სანქციებს კვლავ არასწორ ნაბიჯად და უკანონო გადაწყვეტილებად აღიქვამს. ევროკავშირის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ვინაიდან სანქციები არ შედის არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და არც რუსეთის ინტერესებში”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით ევროკავშირის სამიტზე გაახანგრძლივა. ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სანქციების მიმართ ევროკავშირს ერთიანი პოზიცია აქვს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პრეზიდენტები აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმების შესრულებამდე სანქციები არ მოიხსნება.